განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, ცენტრს ყოველწლიურად, 30 ივნისამდე წარუდგინონ თვითშეფასების წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმით.
დაწესებულებებმა შევსებული თვითშეფასების წლიური ანგარიში/ანგარიშები, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ წერილთან ერთად, უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
- უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა: uni@eqe.ge
- პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა: prof@eqe.ge
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა: skola@eqe.ge
შენიშვნა: თვითშეფასების წლიური ანგარიშის/ანგარიშების შევსებული ფორმა/ფორმები წარმოადგინეთ PDF ფორმატში.
თვითშეფასების წლიური ანგარიშის ფორმები:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების წლიური ანგარიში
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების წლიური ანგარიში
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების წლიური ანგარიში