ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 აპრილი 2019

30 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. კერძოდ, ცენტრი ასოციაციის მიერ ნომინირებულ წარმომადგენლებს ჩართავს სამართლის მიმართულებით დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების, ანალიზის და სრულყოფის პროცესში; ასოციაცია განახორციელებს ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსში დამსაქმებლის კვოტით შესაყვან კანდიდატთა მოძიებას, ცენტრისთვის წარდგენას და ცენტრთან მათი თანამშრომლობის ხელშეწყობას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ცენტრის მიერ გაზიარებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ხარისხის სერტიფიკატს - „მოწონებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ“, რაც ხელს შეუწყობს სამართლის პროგრამის სტუდენტების მიერ ადვოკატის პროფესიისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენას.

ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა