30 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ფსიქოლოგიისა და განათლების პოლიტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტები ეწვივნენ.
ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ და ცენტრის ხარისხის სამსახურების უფროსებმა სტუდენტებს ამომწურავად მიაწოდეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას როგორც სტუდენტებთან ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან.