FAQ

მორიგი სამუშაო შეხვედრა დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

3 ივნისი 2019

2019 წლის 3 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების მსურველ დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოში მოქმედი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის თანამშრომლები.
საჯარო სამსახურის ბიურომ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაწესებულებების წარმომადგენლებს გაუზიარა თავიანთი ხედვა, განმარტებები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის №242 დადგენილებითა „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №46/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ რეგულაციებთან დაკავშირებით.

მორიგი სამუშაო შეხვედრა დაწესებულებების წარმომადგენლებთან.