8 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის გაიმართა საინფორმაციო სახის შეხვედრა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის გაცნობის მიზნით. შეხვედრას უძღვებოდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი კახა გაბუნია და იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებენ.