13 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, შპს კავკასიის უნივერსიტეტსა და შპს საქართველოს უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების უშუალო ჩართულობით განმავითარებელი შეფასების განხორციელება, რაც გულისხმობს ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვას, ხელშეწყობას და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა კულტურის დამკვიდრებას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს განმავითარებელი შეფასების პროცესის მხარდაჭერას პროექტ „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.