გაცნობებთ, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 21 მაისის N399/ი და N400/ი ბრძანებებით, შეიცვალა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმა, პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის ფორმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ განაცხადის ფორმა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა.
აღნიშნული ფორმები განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის „ფორმების“ ნაწილში შემდეგ ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/static/477/formebi;