დამტკიცდა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლი

17 მაისი 2019

წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამის (კურიკულუმის) შემუშავებას, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის მეცნიერება და ხელოვნება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების ჯანმრთელობის ფენომენს. დარგი ემსახურება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას, ჯანმრთელობის ხელშეწყობას და მიმართულია დაავადებათა პრევენციისკენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვა, როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და გაუმჯობესების, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ, ჯანმრთელობის ადვოკატობისაკენ მიმართული ღონისძიებათა ერთობლიობა, მოიცავს გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციას, ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, მოსახლეობის დაცვას ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ფსიქო-ფიზიოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებისაგან; გარემოს ჯანმრთელობას, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს და ყველა იმ ფაქტორის შესწავლასა და მონიტორინგს, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ქვეყნის პროგრესს.

დამტკიცდა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლი