2013 წლის 28 ივნისს 16:00 საათზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული კრედიტების აღიარების წესთან დაკავშირებით.
ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია, თუ რა სირთულეებს ქმნის დაგროვებული კრედიტების აღიარების პრინციპი თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების თავისებურებების გათვალისწინებით. თქვენი ჩართულობა აუცილებელია აღიარების მოქნილი წესის შესამუშავებლად.