FAQ

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები“

20 მაისი 2019


18 მაისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით „ტექნოპარკში“ გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები”.

კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის მიზანი იყო უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობის კიდევ უფრო ზრდა და მათი პოტენციალის ქართული განათლების სისტემის რეფორმირებაში რეალიზაცია.

კონფერენციაზე ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის განათლების ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მოხენებები ქართველმა განათლების მკვლევარებმა წარმოადგინეს. მოხსენებები შეეხებოდა დოქტორანტურის საფეხურზე გასაუმჯობესებელ საკითხებს, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მიმდანარე რეფორმას, მეცნიერებისა და განათლების დაფინანსებისა და მხარდაჭერის პოლიტიკას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გეგმებსა და სხვა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები“