FAQ

დიასპორის ფორუმი 2019

29 მაისი 2019

27-28 მაისს თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართა,რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი ესწრებოდა.

ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობას და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

ეკატერინე ბაღიშვილმა ფორუმის ნაწილში,რომელიც ეხებოდა განათლებას, დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის აპექტები, გამოწვევები , განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

დიასპორის ფორუმი 2019