განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა განიხილეს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის და უმაღლესი განათლების მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე.
დაწესებულების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა და ინტერესი, რომ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის, საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლები.