FAQ

ცენტრის დელეგაციის ვიზიტი ბუქარესტში

3 აპრილი 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაცია შეხვდა ბუქარესტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს იოან მოლდოვენუს და ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლებს.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და იმსჯელეს მათი სრულყოფის გზებზე. 

 

ცენტრის დელეგაციის ვიზიტი ბუქარესტში