რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსა და რუმინეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს პრეზიდენტს იორდან პეტრესკუსა და საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დირექტორ, პროფესორ რადუ-მირჩეა დამიანთან.
მხარეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკვანძო საკითხებზე, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და დასახეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
დღის ბოლოს საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა საქართველოს საელჩომ რუმინეთში. შეხვედრის დროს საქართველოს ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, დელეგაციის წევრებს აღუთქვა მხარდაჭერა საქართველოსა და რუმინეთს შორის განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით.