FAQ

კონფერენცია „სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა 21-ე საუკუნეში“

10 აპრილი 2019

7-10 აპრილს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა სამიდიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის კონფერენცია თემაზე „სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა 21-ე საუკუნეში.“ 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების სფეროში ჩართული პირები მთელი მსოფლიოდან. კონფერენციაზე იმსჯელეს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და განათლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობებზე. 

აღნიშნულ კონფერენციას საქართველოდან ესწრებოდნენ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

კონფერენცია „სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა 21-ე საუკუნეში“