შეხვედრა სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემმუშავებელ ჯგუფთან

18 ივნისი 2019

17 ივნისს გაიმართა შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსა და სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემმუშავებელ ჯგუფს შორის. შეხვედრაზე განხილულ იქნა ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების, დარგობრივი საბჭოების, დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის წესი და წესის დანართები. შეხვედრის ფარგლებში სამართლის მიმართულების სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა განსახორციელებელი სამუშაოს ვადებსა და მუშაობის ძირითად პრინციპებზე.

შეხვედრა სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემმუშავებელ ჯგუფთან