FAQ

უსდ -ების ავტორიზაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით გრძელდება

24 ივნისი 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს. ამჟამად, ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი, პანდელის იპსილანდისი, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო ნიუ იორკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პროფესორი იპსილანდისი არის მოწვეული ლექტორი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში და კითხულობს კურსებს პროექტის მენეჯმენტის, გადაწყვეტილების მიღების, ინფორმაციული მენეჯმენტის მიმართულებით და სხვ. 2016 წლიდან, იგი მოღვაწეობს კვიპროსის ღია უნივერსიტეტში. 2002-2016 წლებში ასწავლიდა ჰელენიკის ღია უნივერსიტეტში ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით. 2008-2012 წლებში, პანდელისი გახლდათ Technological Educational Institute of Thessaly-ის აკადემიურ საქმეთა მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

 

 

უსდ -ების ავტორიზაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით გრძელდება