25 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა აკრედიტაციის სტანდარტებს, საბჭოების მოღვაწეობასა და მედიცინის დარგობრივ მახასიათებლებს.
აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებში შედიან მედიცინის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლბელო დაწესებულებების წარმომადგენლები, დამსაქმებლები და სტუდენტი.