FAQ

ბოლონიის პროცესის 20 წლის საიუბილეო ღონისძიება

28 ივნისი 2019

იტალიაში, ბოლონიის უნივერსიტეტში ბოლონიის პროცესის 20 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ბოლონიის პროცესის მომავლის განსაზღვრას მიეძღვნა.
საიუბილეო სესიას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
ღონისძიებაში 1000-მდე სტუმარი მონაწილეობდა, მათ შორის, 200 უნივერსიტეტის რექტორი და პრეზიდენტი. ორდღიან ინტენსიურ სამუშაო პროცესში მუშაობა მიმდინარეობდა ბოლონიის პროცესის სამომავლო ფორმატის ანალიზზე.

ბოლონიის პროცესის 20 წლის საიუბილეო ღონისძიება