„შპს ჰორეკა მენეჯმენტ ედუქეიშენ“-ის მიერ, გარე ინიცირებით, შემუშავებულ და წარმოდგენილ იქნა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და მოდულები - „სასტუმრო და სარესტორნო საქმე“, რომელიც ეყრდნობა ვატელის „საერთაშორისო ტურიზმის მენეჯმენტის“ პროგრამას.
შემუშავებული დოკუმენტის განხილვისა და სფეროს წარმომადგენლებთან პოზიციების შეჯერების მიზნით გთავაზობთ საჯარო განხილვას მიმდინარე წლის 16 ივლისს 15:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (0 სართულის საკონფერენციო N1).
წარმოგიდგენთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტისა და მოდულების პროექტს, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და განხილვისას წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები.