FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ააკრედიტაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით გრძელდება.

4 ივლისი 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესს. ამჟამად ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი აბდულ რაუფი ნიდერლანდებიდან. პროფესორი რაუფი ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელია. ასევე ის არის მოწვეული პედაგოგი ბრაიტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში.
პროფესორ რაუფს მინიჭებული აქვს ტვენტეს უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში. 2012 წლიდან მას მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც პროგრამული აკრედიტაციის, ისე  - ინსტიტუციური ავტორიზაციის პროცესებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. იგი უკვე მეორე წელია, რაც თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ააკრედიტაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით გრძელდება.