9 ივლისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოში მოქმედი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისთვის.
ტრენინგის დღის წესრიგით განხორციელდა მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების, საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სტანდარტებისა და ინდიკატორების, დებულებით განსაზღვრული აკრედიტაციის პროცესის, თვითშეფასების ანგარიშის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმების განხილვა.