FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

19 ივლისი 2013

გაცნობებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2013 წლის 31 მაისს ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში“.

ცვლილების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ბაკალავრისა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად აღარ ეკისრება ვალდებულება  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი:

ა) ტოიფელის სერტიფიკატი (TOEFL PBT; TOEFL  IBT);

ბ) ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდების სერტიფიკატი (IELTS; Cambridge Exam);

გ) სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

დ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

შესაბამისად, სტუდენტებს ბაკალავრისა და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი ენიჭებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად, უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დამატებითი სერტიფიკატის წარდგენის გარეშე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №3
(უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ)

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!