მობილობის პროცესთან დაკავშირებით სტუდენტების საყურადღებოდ!

18 ივლისი 2019


გაცნობებთ,რომ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №149/ნ ბრძანების მიხედვით, 2019 წლის 16 ივლისიდან სტუდენტების მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

მობილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გთხოვთ მიმართოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას www.emis.ge


ინფორმაცია 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://emis.ge/news/1915/