გიორგი ვაშაკიძე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებს შეხვდა

22 ივლისი 2019

განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტი, ასევე ცვლილებები, როგორც პროცედურებში, ისე ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებაში.
„ახალი, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სისტემასთან თავსებადი სტანდარტები დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს ყველას, მათ შორის ექსპერტებს, რომლებმაც ობიექტური შემფასებლის ფუნქციასთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განმავითარებლის ფუნქციაც უნდა შეასრულონ“ - განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.
განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაკიძე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებს შეხვდა