სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან

22 ივლისი 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, პროფესიული განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტი და დიფერენცირებული შეფასების მიდგომები განიხილეს.
შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში თითოეული სტანდარტი, მათთან დაწესებულების შესაბამისობის შეფასების კრიტერიუმები და შესაძლო მტკიცებულებები განიხილეს. შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, დოკუმენტის თავდაპირველ პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.
პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მიმიდნარე წლის ოქტომბრიდან, პროფესიული განათლების ხარისხის გარე უზრუნველყოფა ახალი, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სისტემასთან თავსებადი სტანდარტებით და პროცედურებით განხორციელდება, რაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხარისხის უწყვეტ განვითარებას უზრუნველყოფს.

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან