განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების და პროცედურების პროექტი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა საერთო ჯამში დადებითად შეაფასეს სტანდარტების პროექტი, თუმცა ცალკეულ საკითხეთან დაკავშირებით დააფიქსირეს განსხვავებული პოზიცია, რომელსაც სამუშაო ჯგუფის ფორმატში დამატებით განიხილავენ. რაც შეეხება დაწესებულების სტანდარტებთან მიმართებით შეფასების დიფერენცირებული მიდგომის შემოღებას, კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს სიახლე ბევრად უფრო მოქნილი და განვითარებაზე ორიენტირებულია.
სტანდარტების განხილვას კერძო კოლეჯების ასოციაციამ გაუწია ორგანიზება და მას ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ უმასპინძლა.