ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის განვითარების მიზნით კერძო კოლეჯებისთვის ტრენინგი ჩატარდა

8 აგვისტო 2019

მიმდინარე წლის 5-7აგვისტოს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი კერძო კოლეჯების ხარისხის შიდა უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების და შემდგომი განვითარების საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდათ.
ეს ღონისძიება ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ციკლის ნაწილია, რომელიც ივლისში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემების განვითარებაში პროვაიდერების მხარდაჭერას.
ტრენინგს კოლეჯმა „ორიენტირმა“ უმასპინძლა.

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის განვითარების მიზნით კერძო კოლეჯებისთვის ტრენინგი ჩატარდა