12-14 აგვისტოს,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მესამე ჯგუფს უმასპინძლა, რომლებსაც ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემის „შეაფასე“ და „განავითარე“ ეტაპებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ.
ამ მნიშვნელოვან ტრენინგებს, რომლებიც თბილისსა და ბათუმში ჩატარდა, ქვეყნის მასშტაბით 65 საგანმანათლებლო დაწესებულების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ცენტრი მიმდინარე წელს პროვაიდერებს ტრენინგების კიდევ ერთ ციკლს შესთავაზებს, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, როგორიცაა ფორმალური განათლების აღიარება, სტუდენტთა შეფასების ვერიფიკაცია და შიდა ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის პროფილი, ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.