FAQ

არქიტექტურის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

23 აგვისტო 2019



მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გაიმართა არქიტექტურის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის შემმუშავებელი ჯგუფის, საბჭოს წევრების, პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და დარგის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დამსწრე პირებმა წარადგინეს საკუთარი პოზიცია და რიგ საკითხებთან მიმართებით ჩამოყალიბდა რეკომენდაციები. ასევე განისაზღვრა დოკუმენტის ფორმირებისთვის საჭირო შემდგომი ინსტრუქციები და ნაბიჯები.
ცენტრის წარმომადგენელმა გააკეთა განმარტება არქიტექტურის მიმართულების საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის ფორმირების საკითხთან და ვადებთან დაკავშირებით.

არქიტექტურის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა