შეხვედრა ინტეგრირებულ პროგრამებთან დაკავშირებით

29 აგვისტო 2019

29 აგვისტოს ცენტრში ინტეგრირებულ პროგრამებთან დაკავშირებით საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა,რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპატამენტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.



საბაზო განათლების მქონე პირთათვის პროფესიული განათლება წლების განმავლობაში საგანმანათლებლო ჩიხს წარმოადგენდა. ახალმა კანონმა პროფესიული განათლების შესახებ შესაძლებელი გახადა ამ საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრა- განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ბაღიშვილმა.



2019 წლის 19 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N 170/ნ ბრძანებით დამტკიცდა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლებისსაშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები, რომლის მიხედვითაცინტეგრირება ხორციელდება ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული მეოთხე დონის პროფესიულსაგანმანათლებლო პროგრამებში.



მალე მოხდება ავტორიზაციის დებულებაში ინტეგრირებული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მექანიზმების ინიცირება და უკვე ოქტომბრიდან კოლეჯებს მიეცემათ ინტეგრირებულ პროგრამებზე განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა.



ცენტრი ტრადიციულად ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების დანერგვას და დანერგვის მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში მსურველ დაწესებულებებს სრულ კონსულტირებას და მხარდაჭერას სთავაზობს ინტეგრირებული პროგრამების დასანერგად.

შეხვედრა ინტეგრირებულ პროგრამებთან დაკავშირებით