FAQ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

3 სექტემბერი 2019

3 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების უშუალო ჩართულობით განმავითარებელი შეფასების განხორციელება, რაც გულისხმობს ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვას, ხელშეწყობას და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა კულტურის დამკვიდრებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს განმავითარებელი შეფასების პროცესის მხარდაჭერას პროექტ „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი