FAQ

შპს ქუთაისის სამედიცინო სასწავლებლის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

5 სექტემბერი 2019


2019 წლის 30 აგვისტოს საზოგადოებრივ კოლეჯ შპს ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელს გაუვიდა ავტორიზაციის ვადა.
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2019 წლის 30 აგვისტოდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.