FAQ

შეხვედრა მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის საბჭოსთან

11 სექტემბერი 2019

10 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოში მოქმედი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოსთვის.

სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგით განხორციელდა მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების, საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სტანდარტებისა და ინდიკატორების, დებულებით განსაზღვრული აკრედიტაციის პროცესის, თვითშეფასების ანგარიშის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმების განხილვა.

შეხვედრა მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის საბჭოსთან