17 სექტემბერს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემატიკას: · პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის სტანდარტები და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები; · პროფესიული მომზადება/გადამზადების ელექტრონულ პლატფორმაზე (www.tvet.emis.ge) რეგისტრაციის წესები; · პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების წინაპირობები და პროცედურა.
ტრენინგი ჩაატარეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის თანამშრომლებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა.
ტრენინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის სტანდარტული შეთანხმების წერილით დამტკიცებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის.