FAQ

ცხადდება კონკურსი არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შერჩევის მიზნით

17 სექტემბერი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №188/ნ ბრძანებით დამტკიცდა არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი. ამასთან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 16 სექტემბრის №837/ი ბრძანებით დამტკიცდა არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შერჩევის, სერტიფიცირების და სტატუსის შეწყვეტის წესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 17 სექტემბრიდან სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა (შემდგომში - კონსულტანტთა) შერჩევის მიზნით.

კონსულტანტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული განათლება;

ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

კონკურსი ჩატარდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა) განაცხადის წარდგენა, რომელსაც თან უნდა დაერთოს ავტობიოგრაფია (CV), ფოტოსურათი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კვალიფიკაციის/განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი - 17 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით;

ბ) განაცხადების გადარჩევა - 25 სექტემბერი;

გ) ტრენინგის ჩატარება და ტესტირება - 1 ოქტომბერი;

დ) ტესტირების შედეგების განხილვა კომისიის მიერ და კონკურსანტებისათვის საბოლოო შედეგების ინდივიდუალურად გაცნობა შედეგების მათ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით - 7 ოქტომბერი.

შესრულებული პრაქტიკული დავალების შესაბამისად, შეფასდება პოტენციური კონსულტანტის ძირითადი ამოცანა-მოვალეობების შესრულების მზაობა და შესაძლებლობა.

კონსულტანტის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:

ა) არაფორმალური განათლების აღიარების წესის შესაბამისად სამუშაოს შესრულება;

ბ) მაძიებლის ინფორმირება არაფორმალური განათლების აღიარების მიზნების შესახებ;

გ) მაძიებლის ინფორმირება არაფორმალური განათლების აღიარებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, პროცედურების, ეტაპებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

დ) მაძიებლის ინფორმირება არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ;

ე) კონსულტირების ფორმის შედგენა, შესაბამისი დოკუმენტების (მტკიცებულებების) შეგროვება და ამღიარებელი დაწესებულებისათვის ან/და აღიარების კომისიისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ვ) არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შერჩევის, სერტიფიცირების და სტატუსის შეწყვეტის წესიდან გამომდინარე სხვა აქტივობები.

ელექტრონული ფორმით განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@eqe.ge - ზე. არასრული დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

აუცილებელია ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject) კონკურსში მონაწილე პირმა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი