სამუშაო შეხვედრა პროგრამის ბიუჯეტთან დაკავშირებით

18 სექტემბერი 2019

17 სექტემბერს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროგრამების ბიუჯეტის შედგენას შეეხებოდა.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტი ითვალისწინებს პროგრამის განხორციელების ფინანსური მდგრადობის შეფასებას, რომლის ძირითადი მტკიცებულება პროგრამის ბიუჯეტი იქნება.
ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტები არ ითვალისწინებდა მსგავსი კრიტერიუმით პროგრამების შეფასებას. ამიტომაც, პროგრამის ბიუჯეტირების მოთხოვნა სიახლეა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ექსპერტთა მიერ ბიუჯეტის შესწავლის მიზანი, ბიუჯეტის აგების ძირითადი პრინციპები როგორც საჯარო, ისე - კერძო პროვაიდერების სპეციფიკის გათვალისწინებით და პროგრამის ბიუჯეტის სანიმუშო ფორმა.
ცენტრი კვლავაც გააგრძელებს დაწესებულებების კონსულტირებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რაც ახალი სტანდარტების ამოქმედებისთვის მათ მეტ მზაობას უზრუნველყოფს.

 სამუშაო შეხვედრა პროგრამის ბიუჯეტთან დაკავშირებით