FAQ

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო სემინარი ჩატარდა

18 სექტემბერი 2019

18 სექტემბერს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საინფორმაციო სემინარი ჩატარდა.

✅საინფორმაციო სემინარის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
· პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის სტანდარტები და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები;
· პროფესიული მომზადება/გადამზადების ელექტრონულ პლატფორმაზე (http://tvet.emis.ge/ ) რეგისტრაციის წესები;
· პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების წინაპირობები და პროცედურა.

✅საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის თანამშრომლებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა.

✅სემინარი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის სტანდარტული შეთანხმების წერილით დამტკიცებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.

✅პროექტის მიზანია ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის.

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის  საინფორმაციო სემინარი ჩატარდა