20 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტუმრა ესტონეთის უსაფრთხოების აკადემიის ხარისხის სამსახურის წარმომადგენელი თინა კარუსი. ცენტრის პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები.
ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებათა აკადემია ახორციელებს პროფესიულ სწავლებას. ამიტომაც, საქართველოში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ესტონელი სტუმრისთვის ერთ-ერთ საინტერესო საკითხს წარმოადგენდა.
სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტო (CEPOL) ყოველწლიურად ახორციელებს გაცვლით პროგრამებს, რომელთა მიზანი სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებათა თანამშრომლობის გაძლიერება და წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 16-20 სექტემბერს საქართველოს შსს აკადემიას ესტუმრა ესტონეთის უსაფრთხოების უსაფრთხოების აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელი.