19 სექტემბერს გაიმართა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს პირველი სხდომა.
საბჭოს გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით აკრედიტაცია მიენიჭა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ წარმოდგენილ მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებს.
"მოხელის მენეჯერული უნარები“ და ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ - ეს პროფესიული განვითარების ის საბაზისო პროგრამებია, რომელთა გავლა შესაბამის საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.