უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 24 სექტემბერი 2019

2019 წლის 01 ოქტომბერს, 16:00 საათი
(მისამართი: მ. ალექსიძის N1; 0 სართული, N1 საკონფერენციო დარბაზი)

დღის წესრიგი
1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ "ევროპისმცოდნეობის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ “ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების” ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო     საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანარიშის განხილვა;
4. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ „სასურსათო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
5. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ „სასურსათო ტექნოლოგიების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
6. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ „აგრარული ტექნოლოგიების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
7. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ „ბიზნესის ადმინისტრირების“ რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.