FAQ

საინფორმაციო სემინარი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემით დაინტერესებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

25 სექტემბერი 2019

25 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სემინარი ჩატარდა.

საინფორმაციო სემინარის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
o პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განხორციელების წესი და პირობა;
o პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების წინაპირობები და პროცედურა.

საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის თანამშრომლებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

საინფორმაციო სემინარი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის სტანდარტული შეთანხმების წერილით დამტკიცებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.

პროექტის მიზანია ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის.

საინფორმაციო სემინარი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემით დაინტერესებული  საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის