FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ააკრედიტაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით გრძელდება

26 სექტემბერი 2019


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ააკრედიტაციის პროცესს. ამჟამად, ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი საპე ანდრის მიდემა ნიდერლანდებიდან. პროფესორი მიდემა დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საზღვაო მეციერებათა მიმართულების ხელმძღვანელია. დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მრავალი რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს 20 საუკეთესო ტექნოლოგიურ სასწავლებელს შორის ერთერთია.


პროფესორ მიდემას მინიჭებული აქვს დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხი საზღვაო მეცნიერებაში და იგი 30 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს საზღვაო მეცნიერებების მიმართულებით დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბოლო რამდენიმე ათწლეულში მას მიღებული აქვს მონაწილეობა ხარისხის შეფასებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მიმდინარე წელს იგი პირველად თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ააკრედიტაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით გრძელდება