27 სექტემბერს გაიმართა სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა.
საჯარო განხილვის მიზნით, სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შემდგომაც დაინტერესებულ მხარეს ექნება რეკომენდაციებისა და შენიშვნების გამოგზავნის საშუალება.
მოგვიანებით კი, სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განხილვის მიზნით, გაიმართება საჯარო განხილვა.