FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 9 ოქტომბერი 2019

2019 წლის 16 ოქტომბერი, 15:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, 0 სართული საკონფერენციო №2)

დღის წესრიგი

1. სსიპ - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;

2. სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ავტორიზაციის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;

3. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ავტორიზაციის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა.


შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.