10 ოქტომბერს პროგრამის „ვისწავლოთ საქართველოში“ მხარდაჭერითა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებთან. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
სამუშაო შეხვედრა გახსნა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ბაღიშვილმა. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წელს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ განსახილველი საკითხების რაოდენობრივი მაჩვენებლები საფეხურების მიხედვით, აკრედიტაციის პროცესების შეფასების მექანიზმები - ექსპერტთა საქმიანობის შეფასების სისტემა. ასევე, წარმოდგენილი იყო მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა, არსებული მაგალითები, რომლებიც ეხებოდა ექსპერტების დასკვნაში ასახული ინფორმაციის განმასხვავებელ შეფასებებს. მიმოხილული იყო ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი.