FAQ

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულებების საყურადღებოდ!

15 ოქტომბერი 2019

2019 წლის 20 სექტემბერს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის №459 დადგენილება არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ. საქართველოს მთავრობის №459 დადგენილების შესაბამისად, არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების მიზნით, ცენტრს შეუძლია მიმართოს:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა დაწესებულებამ, მხოლოდ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების აღიარებისთვის, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული;
ბ) პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა, მხოლოდ იმ მომზადების/გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების აღიარებისთვის, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულებებისთვის 18 ოქტომბერს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
შეხვედრის დრო - 14:00 საათი.
შეხვედრის ადგილი - რუსთაველის ფონდის საკონფერენციო დარბაზი.

საკონტაქტო პირები:
თამარ რუხაძე - 577 275 200
ლიკა მუკბანიანი - 593 151 310