USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, 12 და 13 ოქტომბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების მიზნით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი, იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიული განათლების ექსპერტი რიჩარდ გრაიმსი.
შეხვედრას ესწრებოდენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი ვაშაკიძე, USAID/PROLoG-ის, სამართლის სამუშაო ჯგუფისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.