გაცნობებთ, რომ 2013 წლის 15 ივლისს ძალაში შევიდა ცვლილებები „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილებების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს სათანადო ნორმატიული აქტები, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი, რაზეც სამინისტროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა. შესაბამისად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა როგორც საჯარო, ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლებელი იქნება ამ წესის დადგენის შემდეგ.