განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესს. მიმდინარე შეფასებებში, ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი დონალდ სანელა. დონალდ სანელა ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორია კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.
დონალდ სანელას კომპიუტერულ მეცნიერებებში მინიჭებული აქვს ედინბურგის უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ის თითქმის 40 წელია რაც ედინბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. ის ამჟამად ასევე არის ჟურნალ Theoretical Computer Science მთავარი რედაქტორი. ბოლო წლებში მას ევროპის განსხვავებულ ქვეყნებში ხარისხის შეფასებებში აქვს მიღებული მონაწილეობა. მიმდინარე წელს იგი პირველად თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.